დიდი ადრონული კოლაიდერი

Friday, April 15, 2011

კოლაიდერი გაშვებულია

შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი, ნაწილაკების დამაჩქარებელი – დიდი ადრონული კოლაიდერი ­– 14 თვიანი ხანგრძლივი შეკეთების შემდეგ კვლავ გაშვებუილია.
კოლაიდერის პირველი წარუმეტებელი გაშვება განხორციელდა გასული წლის სექტემბერში. ავარია, ზეგამტარ მაგნიტებზე, თხევადი ჰელიუმის მიწოდების მარეგულირებელი სარქველის, მაგნიტური რელეს დაზიანებამ გამოიწვია. ამ ავარიის შედეგად ტონაზე მეტი ჰელიუმი ჩაიღვარა გვირაბში.
გიგანტური დამაჩქარებელი აგებულია საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე არსებულ მთებში. მას უკავია 100 მეტრის სიღრმეზე განთავსებული გვირაბი, რომლის რკალის სიგრძე 27 კმ-ია.
მისი შემქმნელების ჩანაფიქრით, ერთმანეთის საპირისპიროდ აჩქარებული მძიმე პროტონების კონები შექმნიან დიდი აფეთქების შემდგომ პირველ მიკროწამებში არსებულის მიახლოებულ პირობებს, რის შედეგადაც შეიქმნა სამყარო.
ამ კონების შეჯახების შედეგად უნდა წარმოიქმნას ახალი ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ნათელი მოფინონ ფიზიკისა და კოსმოლოგიის ფუნდამენტალურ საკითხებსhttp://www.polity.ge/sciense/science/990-didi-adronuli-kolaideri-gasvebulia-xxx.html
თუმცა, კოლაიდერი სრულ სიმძლავრეზე გავა ეტაპობრივად. პირველი გაშვება შეზღუდულია 450 მლრდ ელეკტრონვოლტის სიმძლავრით, და საწყის ეტაპზე პროტონების კონები მიმართული იქნება პარალელურ კურსებზე.
ამ გზით ინჟინრები შძლებენ დააყალიბრონ კოლაიდერი, მის სრულფასოვნად ამუშავებამზე და სრული სიმძლავრით გაშვებამდე.
და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება პროტონების კონების კურსის გადახრა, რათა გვირაბში წრიულად მოძრაობის პერიოდში ისინი რამდენჯერმე გადაიკვეთონ; თანაკვეთის ადგილებში წარმოიქმნება ენერგიის მაღალი კონცენტრაცია.
სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება დიდ ადრონულ კოლაიდერზე, დასახული კვლევითი პროგრამის განხორციელება.

No comments:

Post a Comment